1770 წელს გოეთემ სწავლა სტრასბურგის უნივერსიტეტში განაგრძო. სტრასბურგში გატარებული პერიოდისადმი მიძღვნილ ვიტრინაში მოთავსებულია  წერილი, რომელიც 1770 წლის თებერვლით თარიღდება და სადაც გოეთე აღნიშნავს, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ იგი აუცილებლად ეწვევა პარიზს. მაგრამ სტრასბურგში მიღებული შთაბეჭდილებები გოეთეს ახალ შემეცნებით გზაზე აყენებენ, იგი მონუსხულია მიუნსტერით, ეცნობა ჰერდერსა და შექსპირს და შორდება ფრანგულ იდეალებს. ვიტრინის გვერდით კედელზე წარმოდგენილია სპილენძზე ამოტვიფრული სტრასბურგის ხედი, რომელიდანაც კარგად სჩანს მიუნსტერის სიდიდე. ვიტრინასთან ახლოს განლაგებულია ჰერდერის ბიუსტი, ვიტრინაში კი შექსპირის ოტელოს ის ეგზემპლარია წარმოდგენილი, რომელშიც გოეთეს სტრასბურგელი კურსელის ლერზესადმი მიძღვნაა ჩანიშნული. მომდევნო ვიტრინაში მოთავსებულია გოეთეს ხელნაწერი ოსიანის ინგლისურიდან თარგმანისა, რომელიც მან ფრიდერიკე ბრიონს უსახსოვრა. ამ გზით ზესენჰაიმის პერიოდია მოხსენიებული, როცა გოეთე ფრიდერიკე ბრიონს ეტრფოდა.


„დარმშტატის წრესთან“ გოეთეს ურთიერთობა წარმოდგენილია იოჰან ჰაინრიჰ მერკის პორტრეტისა და კლოპშტოკის „იდებისა და ელეგიების“ მეშვეობით, რომელთა გამოცემაც ჰესენისა და დარმშტატის მმართველმა კაროლინემ მერკს დაავალა. აღსანიშნავია, რომ წიგნის ტირაჟი 34 ეგზემპლარით შემოიფარგლებოდა.  ვიტრინასთან ახლოს ზეთში შესრულებული კლოპშტოკის პორტრეტი ჰკიდია.

ბოლო ვიტრინა, რომელიც ფრანკფურტის ხანის დარბაზშია წარმოდგენილი გოეეს ოჯახს ეძღვნება. აქვეა მისი დის, კორნელია გოეთე-შლოსერის პორტრეტი და დეიდის კატარინა ფონ კლეტენბერგის საქორილო წერილი გოეთეებისა და შლოსერების მეგობრებისადმი, რომელიც პიეტისტურია და ნათელს ჰფენს კლეტენბერგის წვლილს გოეთეს შემეცნებით გარდაქმნაში. აქვეა მოთავსებული 1874 წელს ფრანკფურტში საადვოკატო მოღვაწეობის დროს გოეთეს მიერ შესრულებული ჩანაწერები.


© გოეთეს მუზეუმი ანტონ-და
კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
იაკობის ქუჩა 2, 40221 დიუსელდორფი, ტელ. (0211) 89-9 62 62

სამუშაო საათები:
სამშაბათიდან პარასკევამდე და კვირას 11-დან 17 საათამდე
შაბათს 13-დან 17 საათამდე