
![]() |
ანტონ
კიპენბერგმა,
რომელიც 1874
წელს
ბრემენში დაიბადა
და 1950 წელს
ლუცერნში
გარდაიცვალა,
მთელს მსოფლიოში
გაითქვა
სახელი,
როგორც ლაიფციგში
ინზელის
გამომცემლობის
ხელმძღვანელმა
და მესაკუთრემ.
მან, როგორც
ბუკინისტმა,
ახალგაზრდობაშივე
დაიწო გოეთეს საგანძურების
შეგროვება,
რითაც
იმთავითვე შექმნა
ფუნდამენტი
გოეთეს
საცავისათვის.
კიპენბერგის
მიერ
ნახევარი
საუკუნის
განმავლობაში
თავმოყრილი
განძის
საფუძველზე მისმა
ქალიშვილებმა
დიუსელდორფში
დამოუკიდებელი
იურიდიული
სტასუსის
მქონე ფონდი
ჩამოაყალიბეს
და მშობლების
პატივსაცემად
ანტონ-და-კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
უწოდეს. |
|
დიუსელდორფში
ფონდის
განსათავსებლად
საუკეთესო
ადგილი იყო სასახლე
შლოს იეგერჰოფი,
რომელიც საკარო
ბაღის
აღმოსავლეთ
ნაწილში
მდებარეობს. 1748
წელს
იეგერჰოფის
მშენებლობა
პფალცის
თავადმა, კარლ
თეოდორმა, აახენის
არქიტექტორს
იოჰან იოზეფ ქუვენს
დაავალა, ხოლო
მოგვიანებით
შენობის
არქიტექტურულ
გეგმაში
ცვლილებები
საკუთარ
ხუროთმოძღვარს
ნიკოლა დე
პიჟაჟს
შეატანინა. გოეთეს
დაბადებამდე
ერთი წლით ადრე დაპროექტებული
მშენებლობა 1772 წელს დასრულდა.
გოეთემ შლოს
იეგერჰოფი
სავარაუდოდ
დიუსელდორფში
თავისი
პირველი ვიზიტის
დროს ნახა,
თუმცა იგი
არაფერს
სწერს მასზე.
იაკობების
ოჯახის
აგარაკს
პემპელფორტს,
სადაც გოეთე
დიუსელდორფში
სტუმრობდა, შლოს
იეგერჰოფისგან
ერთი ბაღი
ჰყოფდა. 1792 წლის
ნოემბერში
საფრანგეთის
წინააღმდეგ ომიდან
დაბრუნებულმა
გოეთემ ოთხი
კვირა იაკობების
აგარაკზე
დაჰყო. ამ
მოგზაურობის
შესახებ
გაკეთებულ
ჩანაწერებში
მართალია ის
სასახლეს არ იხსენიებს,
მაგრამ
ხოტბას
ასხამს
მეზობლად
მდებარე აყვავებულ
ბაღებს. 1796 წელს
იეგერჰოფი რევოლუციურმა
არმიამ
გაძარცვა, რასაც
შედეგად მისი
გაუკაცრიელება
მოჰყვა.
იეგერჰოფის
აღდგენა
ადოლფ ფონ
ვაგედესის
თაოსნობით მხოლოდ
1811 წელს
მოხერხდა
დიუსელდორფში
ნაპოლეონის
ვიზიტთან
დაკავშირებით.
|
|
![]() |
იაკობების
ოჯახთან
გოეთეს
ახლოურთიერთობის
ნიადაგზე
საფუძველი
ჩაეყარა მთელ
რიგ
შემეცნებით კავშირებს,
რომელთაც
გოეთე
დიუსელდორფში
მცხოვრებ თავისი
თანამედროვე
ცნობილ ადამიანებთან
ამყარებდა. მათ
შორის არიან: იოჰან
იაკობ ჰაინზე,
იოჰან პეტერ
მერჰიორი, იოჰან
ჰაინრიხ ლიფსი,
ფრიდრიხ ბური,
პეტერ
კორნელიუსი,
ჰაინრიხ
კოლბე, ფელიქს
მენდელსონ
ბართოლდი,
ფერდინანდ
ჰილერი და
ჰაინრიხ
ჰაინე. სწორედ
ამ სახელებს
უკავშირდება
ის ფაქტი, რომ
დიუსელდოფი
ანტონ-და-კატარინა-კიპენბერგების
ფონდის „დიუსელდორფის
გოეთეს
მუზეუმის“
საფუძველზე,
რიგით მესამე
გოეთეს
ქალაქია
გერმანიაში,
ფრანკფურტისა
და ვაიმარის
შემდეგ.
|
© გოეთეს მუზეუმი ანტონ-და
კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
იაკობის ქუჩა 2, 40221 დიუსელდორფი, ტელ. (0211) 89-9 62 62
სამუშაო საათები:
სამშაბათიდან პარასკევამდე და კვირას 11-დან 17 საათამდე
შაბათს 13-დან 17 საათამდე