
|
|
მუზეუმის
ბოლო დარბაზი
გოეთეს
შემოქმედების
ბოლო წლებს
ეთმობა.
კიუგელგენის
მიერ ზეთში
შესრულებულ
პორტრეტზე
გამოსახულია
61 წლის გოეთე,
ქრისტიან
ფრიდრიხ
ტიკისა და
ქრისტიან
დანიელ
რაუხის
ბიუსტები კი 71
წლის
მწერალზე
გვიქმნიან
წარმოდგენას.
ჰაინრიხ
კოლბეს მიერ
შესრულებულ
სურათზე 77
წლის გოეთეს სახეზე ჭმუნვა
იკითხება.
|
|
ორი
ვიტრინა 1814-1815
წლებში
ფრანკფურტში
გატარებულ
დროს
ეძღვნება. აქვე
ვხვდებით გოეთეს
რაინ-მაინის
მოგზაურობის
დროის ლექსების
ხელნაწერს
„დასავლურ-აღმოსავლური
დივანის“
„სულეიკას
წიგნიდან“,
მათ შორის
აღსანიშნავია
ლექსები
„სავსე
მთვარიანი
ღამე“ და „
გინგო
ბილობა“. |
|
![]() |
სულეიკასადმი
მიძღვნილი
ლექსების
კრებული
მარიანე
ვილემერის სახელს
უკავშირდება,
რომელიც
გოეთემ ბოლოს
1815 წლის სექტემბერში
ჰაიდელბერგის
სასახლეში
ნახა. მასთან
გამომშვიდობების
ადგილი,
რომელიც
გოეთემ აკვარელში
უკვდავყო,
ასევე
მუზეუმის
საკუთრებაშია.
რაინსა და
მაინზე
პირველი
მოგზაურობის
დროს გოეთემ
ცელთერი
გაიცნო. სწორედ
ამ
უკანასკნელს
გაანდო მან
მარიენბადში
ულრიკე ფონ
ლევეთცოვთან
ტკივილით
აღსავსე
გამომშვიდობების
შედეგად
დაწერილი
ლექსი. ლევეთცოვის
რელიეფი და
„მარიენბადის
ელეგიები“
ბოლო
დარბაზშია
წარმოდგენილი.
|
|
ცელტერის თემას
ცალკე
ვიტრინა აქვს
მიჩენილი,
სადაც გოეთეს
ნაწარმოებების
თემატიკაზე
მის მიერ შექმნილი
კომპოზიციებია
გამოფენილი.
იქვე ჰკიდია
იოჰან ედუარდ
ვოლფის მიერ
ზეთში
შესრულებული
ცელთერის
პორტრეტიც. ამ
უკანასკნელთან
ცხოველი
მიმოწერა
გოეთემ წიგნად
გამოსცა,
რითაც ოჯახს
თავისი
სიკვდილის
შემდეგ
შემოსავლის
წყარო
გაუჩინა.
ამავე
მიზეზით 1828
წელს ხელახლა
გამოსცა მან
ნაწარმოებების
სრული
კრებული.
გოეთეს ოჯახი
წარმოდგენილია
იოსეფ
ფრიდრიხ
რააბესა და
ლუიზე
ზაიდლერის
მიერ შესრულებული
ტილოებით. |
![]() |
![]() |
ბოლო ვიტრინა გოეთეს სიკვდილის თემას ეძღვნება. ლითოგრაფიაშია გადმოცემული გოეთეს ოთახი. პრელერის ნახატზე სასიკვდილო სარეცელზე გამოსახულ გოეთეს თავს დაფნის გვირგვინი უმშვენებს. ამავე ვიტრინაში დევს 1832 წლის სამუშაო გეგმა, რომლის დასრულება გოეთეს არ დასცალდა. |
|
გეგმის
მოპირდაპირე
მხარეს
გამოფენილია
გოეთესა და
ეკერმანს
შორის
გაფორმებული
ხელშეკრულება,
დარჩენილი
ნაწარმოებების
გამოქვეყნების
თაობაზე, მათ შორისაა
„ფაუსტის“
მეორე
ნაწილიც, რომელიც
გოეთეს
გარდაცვალების
წელსვე, 1832-ში
გამოიცა.
|
![]() |
© გოეთეს მუზეუმი ანტონ-და
კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
იაკობის ქუჩა 2, 40221 დიუსელდორფი, ტელ. (0211) 89-9 62 62
სამუშაო საათები:
სამშაბათიდან პარასკევამდე და კვირას 11-დან 17 საათამდე
შაბათს 13-დან 17 საათამდე